საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ცხინვალში განთავსებული რუსეთის სამხედრო ნაწილიდან გამოქცეული სამხედროს განაცხადის შესწავლას დღეიდან დაიწყებს.
25 წლის რუსი ჯარისკაცი ვიტალი ხრიპუნი საქართველოს ხელისუფლებას ლტოლვილის სტატუს სთხოვს.
ამ გადაწყვეტილების მიზეზად რუსი ჯარისკაცი სამხედრო ნაწილში არსებულ გაუსაძლის პირობებს ასახელებს.
როგორც სუბელიანის უწყებაში აცხადებენ, ხრიპუნისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება 4 თვის განმავლობაში მოხდება.
ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ცხინვალის რეგიონში დისლოცირებული ოკუპანტები სამხედრო შენაერთებს ტოვებენ.