ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად სამმა ადამიანმა ძლიერი ინტოქსიკაცია მიიღო.
შემთხვევა გვიან ღამით, ნუცუბიძის მე-5 მიკრორაიონში მოხდა. ლელა ჭკადუა, ნანა ყიფიანი და შოთა ჩაკვეტაძე ამ დროისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგიურ განყოფილებაში არიან მოთავსებულები. მძიმეა 26 წლის ლელა ჭკადუას ჯანმრთელობის მდგომარეობა.
წინასწარი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა არასწორად დამონტაჟებულმა გამათბობელმა გამოიწვია. ბინაში შეღწევა სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ფანჯრიდან შესძლეს.