ე.წ. ღორის გრიპის გართულებული მდგომარეობის გამო ღუდუშაურის კლინიკაში ზუგდიდის ცენტრალური საავადმყოფოდან 29 წლის მამაკაცი გადმოიყვანეს.
დაინფიცირებული პაციენტი თბილისში რეანომობილით, წუხელ ღამით გადმოიყვანეს და ის ამ დროისთვის ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
ამ დროისთვის საქართველოში H1N1 ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 823 შემთხვევაა დადასტურებული.