18 წლის სოფო იოსელიანი ქუთაისის დედათა და ბავშვთა ცენტრში წყალტუბოდან 5 დღის წინ გადაიყვანეს. ფეხმძიმე გოგონას გარდაცვალების მიზეზი დაგვიანებული ჰოსპოტალიზაცია გახდა, რის შედეგადაც მას გართულებული, ორმხრივი პნევმონია განუვითარდა.
გარდაცვლილი 6 თვის ორსული იყო. ქუთაისის საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში მყოფი კიდევ ერთი პაციენტი რჩება, დანარჩენთან მდგომარეობას კი საფრთხე არ ემუქრება.
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე მე-7 შემთხვევაა.