დღეს, 22 დეკემბერს, 23-ე საჯარო სკოლაში დევნილ პედაგოგთა ფორუმი ჩატარდება. როგორც საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფლ პროფკავშირში აცხადებენ, პროფკავშირის ორგანიზებით დევნილი პედაგოგების ფორუმი ტარდება, რომელშიც მონაწილეობას თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები დევნილები მიიღებენ.
ფორუმზე მიწვეულნი არიან ხელისუფლების წარმომადგენლები. ფორუმს დაესწრებიან იმ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც დევნილთა პრობლემატიკაზე მუშაობენ: ნორვეგიისა და დანიის ლტოლვილთა საბჭო, გაეროს ასოციაცია საქართველოში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ევრაზიის ფონდი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.