დღეს, აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, კერძო კომპანიებთან ერთად ლილოს დასახლებაში მცხოვრები აფხაური ოჯახები მოინახულეს და მათ საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
აფხაზურ ოჯახებს წინასაახალწლოდ, საკვები პროდუქტები და ტკბილეოული დაურიგდათ, ხოლო კომპანია ,,ფასტ პლიუსმა" მათ საჭირო ავეჯი გადასცა.
"მადლობას ვუხდი ამ კომპანიებს აფხაზებისთვის გაწეული დახმარების გამო. ისინი თვეზე მეტია, აფხაზეთიდან გადმოვიდნენ და ქართველი ხალხისგან სჭირდებათ როგორც მორალური, ისე მატერიალური დახმარება. რაც უფრო მეტი იქნება ასეთი აქციები, მით მეტი იქნება აფხაზეთის მშვიდობიანად დაბრუნების შანსი", - განაცხადა აფხაზეთის მთავრობის რეგიონული მართვის მინისტრმა კორნელი სალიამ.
აფხაზეთიდან წამოსული აფხაურ ოჯახები წინასაახალწლოდ ,,გუდვილის", კომპნია მითანასა და კომპანია ,,ფასტ პლიუსის" წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს.