დღეს 21 დეკემბერს, კლუბში „ტრიუმფი" სილამაზის კონკურსი - ,,მის აფხაზეთი 2009" გაიმართება.
სილამაზის კონკურსი აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და სამოდელო სააგენტო "ტოპ ბიუთი"-ის ორგანიზებით ხორციელდება. Mმის აფხაზეთი 2009-ის გარდა დღესვე გამოვლინდება გამარჯვებული შემდეგ ნომინაცებში: ,,ვიცე-მის აფხაზეთი", „ მაყურებლის სიმპათია", „ესემეს-გამარჯვებული" და აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ დაწესებულ სპეიალური ნომინაციაში „მის მშვიდობა."
კონკურსში მონაწილეობას 16 დან-25 წლამდე ასაკის ჩვიდმეტი გოგონა მიიღებს, რომლებიც აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებს წარმოადგენენ. გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში არიან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ბარამია, სამოდელო სააგენტო თაკომოდელ სტუდიო „ჯეომოდელსის" დირექტორი თაკო ჩხეიძე, „მის აფხაზეთი-1995" ტიტულის მფლობელი მარიკა ლორთქიფანიძე და სხვები.
სეციალურად ამ კონკურსისათვის ზარაფხანამ ოქროს გვირგვინი დაამზადა, რომელიც დღეს საღამოს გამარჯვებულ გოგონას გადაეცემა. საღამო კლუბ ,,ტრიუმფში" სოხუმის კულტურის ცენტრთან არსებული აფხაზეთის ჯაზ-ბენდის ცოცხალი მუსიკის თანხლებით წარიმართება.
,,მის აფხაზეთი 2009" -ს ტურისტულ სააგენტო "ნიუ თრაველისაგან" ეგვიპტის საგზური გადაეცემა.
კონკურსი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში გააშუქებს.