დონეცკის ოლქში დღეისათვის ძლიერი ყინვის შედეგად უკვე 10 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ დონეცკის სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო ორი დღე-ღამის განმავლობაში მედიკოსებს გაყინვის გამო რეგიონის 61 მაცხოვრებელმა მიმართა. 55 მათგანი საავადმყოფოშია მოთავსებული. 10 ადამიანი კი გაიყინა.
აღსანიშნავია ასევე რომ ამ დროისათვის დონეცკის ოლქის 11 დასახლებულ პუნქტს ელექტროენერგია არ მოეწოდება. ამასთან დაკავშირებით დონეცკის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვლადიმერ ლოგვინენკომ საგანგებო თათბირიც გამართა. თათბირზე მან განაცხადა, რომ მომავალი ორი დღის ამინდის პროგნოზი არადამამშვიდებელია. მოსალოდნელია წვიმა, ყინვა და ამის გამო ყველა შესაბამისი სამსახური 24 საათიანი მუშაობის რეჟიმზეა გადაყვანილი.
მძიმე მდგომარეობაა შექმნილი რუსეთის საავტომობილო გზებზე, ოდესის, ნიკოლაევის, ხერსონსკის, ზაპოროჟიეს, ლუგანსკის და დონეცკის ოლქებში.
უკრაინაში თოვლისგან უკვე გაწმენდილია 1675 კილომეტრი გზა. განთავისუფლებულია 4104 ერთეული ტექნიკა და 7252 ადამიანი.