იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში მიმდინარე პროექტის `დამისამართების სისტემის განვითარება საქართველოში~ ფარგლებში 19-20 დეკემბერს დაბა ბაკურიანში, სასტუმრო `პრემიერ პალასში~ შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიებაზე სამუშაო ჯგუფმა სამისმართო სისტემის თაობაზე პირველადი ინფორმაცია და პრობლემის ანალიზი წარადგინა, ხოლო შეხვედრის სხვა მონაწილეებმა (შინაგან საქმეთA სამინისტროს, ცენტრალური სარჩევნო კომმისიის, საჯარო რეესტის სააგენტოს და სხვა უწყებების წარმომადგენლები) მათი შესაბამისი უწყებების პრობლემატიკაზე, ხედვასა და გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ერთიანი კონცეფციის მომზადებას საქართველოში მისამართების რეესტრის შესახებ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ინიციტივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) დახმარებით ახორციელებს. პროექტის მთავარი დონორია შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA).
პროექტის კონკრეტული მიზანია შეიქმნას სათანადოდ ინფორმირებული გარემო და სხვა წინაპირობები მისამართების ერთიანი რეესტრის შექმნისათვის საჭირო ღონისძიებების დასაწყებად და კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. მისამართების საკითხთან დაკავშირებით საჯარო დაწესებულებებს სხვადასხვა პრობლემები და საჭიროებები გააჩნიათ. ამ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდება, საჯარო დაწესებულებების საჭიროებების დადგენა მისამართების სისტემასთან მიმართებაში, საერთო ანალიზის გაკეთება და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბება.
მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული წარმოდგენები არსებობს პრობლემის მოგვარების გზების შესახებ, ამ სფეროში არსებული პრობლემის ცოდნა მაინც ფრაგმენტულია, გაბნეულია სხვადასხვა დაწესებულებაში და საჭიროა მისი კომპლექსური გააზრება და ერთიანი კონცეფციის მომზადება.
მისამართების რეესტრის კონცეფცია შემუშავდება ყველა საჯარო დაწესებულების საჭიროების გათვალისწინებით, რაც გულისხმობს დაწესებულებებს შორის შეთანხმების მიღწევას ყველა პრობლემის მოგვარების გზებზე, რაც ამ სფეროში არსებობს.
პროექტი მიზნად ისახავს, განისაზღვროს ის ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისამართების რეესტრის წარმოებაზე და დადგინდეს სხვადასხვა დაინტერესებულ დაწესებულებებს შორის ურთიერთკავშირის უზრუნველყოფის სისტემა.