აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთი ევროპაში აზერბაიჯანის გაზის ექსპორტის ხელის შეშლაში ღიად პირველად დაადანაშაულა.
გასული კვირის ბოლოს თურქეთის პრემიერმა რაჯელ ერდოღანმა ბაღდადში ვიზიტისას თავის ერაყელ კოლეგასთან ერთად ხელი მოაწერა ჩარჩო-ხელშეკრულებას, წელიწადში 8 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიცულობის გაზსადენის მშენებლობის შესახებ. გაზსადენმა ევროპაში ერაყიდან გაზი თურქეთის გავლით უნდა გაატაროს. პირველ ეტაპზე ბრიუსელში და პროექტ Nabucco -ს ავტორები ერაყული გაზის სწორედ ამ მოცულობას ვარაუდობენ.
ალიევის განცხადებით, მრავალი წელია აზერბაიჯანი თურქეთს გაზს მსოფლიო ფასთან შედარებით ერთი მესამედით ნაკლები ფასით აწვდის, ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობს სარტანპორტო ინფრასტრუქტურა და საკონტრაქტო ურთიერთთანამშრომლობა.
თურქეთში აზერბაიჯანული გაზის მიწოდება 2006 წლის ბოლოს "შაჰ-დენიზის" პირველი ფაზის პირობებში დაიწყო.
რამდენიმე თვეა, თურქული მხარე ხელშეკრულების პირობების შეცვლას ცდილობს. ბაქო კონტრაქტით გათვალისწინებული ფასის გადახედვის მომხრეა. თავიდან ათასი კუბური მეტრი გაზის ღირებულება 120 მლრდ დოლარით განისაზღვრა. თუმცა კონტრაქტი ფასის გადახედვის შესაძლებლობას ითვალისწინებს. ანკარა ბაქოს არ ეთანხმება, თუმცა "გაზპრომისგან" გაზს ორჯერ ძვირად ყიდულობს. გასულ წელს კი 3-3,50ჯერ ძვირად ყიდულობდა.