31 მარტის ვაჭრობის შედეგად ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. ლარის ცვლილებამ 0.25 თეთრი შეადგინა და დოლარის ღირებულება 2.7648 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით 0.72 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9890 ლარი გახდა.
0.57 თეთრით გამყარდა ლარი გირვანქა სტერლინგთან (GBP), რომლის ფასი 3.5757 ლარი გახდა.
ლარის მიმართ თურქული ლირას კურსმა 7.29 თეთრი შეადგინა.