პატრიარქს აღსაყდრებიდან 32 წლის იუბილე დღეს სტუდენტებმა სპეციალური მსვლელობით მიულოცეს.
მსვლელობაში, რომელიც მეტეხის ტაძრიდან დაიწყო და სამების ეკლესიასთან დასრულდა, უნივერსიტეტის ლექტორი გია ხუბუაც მონაწილეობდა.
სტუდენტებს წმინდა კვირიკეს ტაძრის მრევლიც შეუერთდა.
კათოლიკოს-პატრიარქმა მსვლელობის მონაწილეები პირადად დალოცა.
შეგახსენებთ, რომ 23 დეკემბერს, ილია მეორის აღსაყდრებიდან 32 წელი სრულდება.