დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის აღსაყდრების იუბილესთან დაკავშირებით მრევლი 100 ათასი მოწამის ადგილზე შეიკრიბება და ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ მსვლელობას მოაწყობს.
დღესვე კვირიკეს სახელობის ტაძრის მრევლი კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს საჩუქრად ხატს გადასცემს.
ტაძარში მისულებს თავად პატრიარქი დალოცავს.
შეგახსენებთ, რომ ილია მეორე კათოლიკოს-პატრიარქად 1977 წლის 23 დეკემბერს აკურთხეს.