უკრაინაში "უკრავტოგზამ" სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე უამინდობის შედეგების ლიკვიდაციისთვის ოპერატიული შტაბი შექმნა.
შტაბს დავალებული აქვს უზრუნველყოს სახელმწიფო მნიშვნელობის გზებზე უსაფრთხო გადაადგილება. ანალოგიური შტაბები შეიქმნა ქალაქებისა და რაიონების მიხედვიდაც.
ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გზებზე წარმოქმნილი საცობების გამო შექმნილია ცხელი ხაზი, რომელიც 24 საათის განმავლობაში მუშაობს. ხერგილებში მოყოლილ მძღოლებს ცხელი ხაზის ნომრებს ყველა რადიოსადგური აწვდის.
უკრაინაში ბოლო დღეების განმავლობაში ამინდი მნიშვნელოვნად გაუარესდა. ტემპერატურა 12-14 გრადუსამდე დაეცა.