რუსეთის დედაქალაქში ძლიერ თოვას ელოდებიან. ადგილობრივი სამსახური მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მთელი განვლილი ღამის განმავლობაში მოსკოვის ქუჩებში სპეციალური ტექნიკა მუშაობდა. საქალაქო მეურნეობის სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, მობილიზებულია 7,5 ათასი ერთეული ტექნიკური საშუალება, რომლებიც გზების გაწმენდის სამუშაოებში მონაწილეობენ.
ქალაქის კომუნალური სამსახურები და საგზაო მილიცია მძღოლებს მოუწოდებენ, უკიდურესი საჭიროების გარდა ავტომობილები არ გამოიყენონ, რათა შესაძლებელი გახდეს გზების ოპერატიული გაწმენდა.
ამ დროისთვის, მოსკოვში 12 გრადუსი ყინვაა.