სოჭის პორტში 5-ბალიანმა შტორმნა მოლდოვას დროშის ქვეშ მცურავი გემი "არას-1" ნაპირზე გამორიყა. მიღებული დაზიანების შედეგად გემი აღდგენას არ ექვემდებარება. 138 მეტრის სიგრძის მშრალტვირთმზიდი ფაქტიურად შუაში გაიხსნა.
გემზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა.
როგორც სოჭის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს უფროსის მოადგილე მიხეილ კალესნიკოვი აცხადებს, მსხვერპლი არ არის და ეკიპაჟის მთელი შემადგენლობა გადარჩენილია.
გემი სოჭში თურქეთიდან ჩავიდა და იქ ტვირთი ჩამოცალა, 17 დეკემბრის შემდეგ კი შტორმის ჩადგომას ელოდებოდა.