დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა "ჰარმონიამ" ინტერნეტმაუწყებლობა ფოთიდან დაიწყო. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" GRRN--იდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, ნებისმიერ მსურველს, რომლის კომპიუტერიც ინტერნეტითა და Winamp -ით არის აღჭურვილი, "ჰარმონიას" პირდაპირი ეთერის მოსმენა ფოთიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეეძლება.
ინტერნეტმაუწყებლობის დაწყება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც რადიოსადგური საქართველოს რეგიონულ რადიოსადგურთა ქსელის (GRRN-) დამფუძნებელი გახდა.
GRRN- -ის თავმჯდომარის რამაზ სამხარაძის განცხადებით, რეგიონალ რადიოსადგურთა ქსელის უკვე ოთხივე რადიო ინტერნეტითაც მაუწყებლობს.
რადიო "ჰარმონიას" მოსმენა GRRN--ის ვებგვერდიდანაა შესაძლებელი: http://www.grrn.info/index.php?page=13&lang=geo