18 დეკემბერს "უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელის" მიერ გამოცხადებულ კონკურში გამარჯვებულთა ვინაობა გაირკვევა და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
"უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელმა~ გამოაცხადა კონკურსი საქართველოში მოღვაწე ჟურნალისტებისა და ფოტორეპორტიორებისთვის თემაზე "ადამიანის უფლებები - ჩემი ყოველდღიურობა".
გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში: საუკეთესო სტატია (ჯილდო: 300 ევრო); საუკეთესო საგამოძიებო სტატია (ჯილდო: 300 ევრო); საუკეთესო ფოტო კადრი (ჯილდო: 150 ევრო); საუკეთესო ფოტო რეპორტაჟი (ჯილდო: 300 ევრო).
"უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელი~ აერთიანებს 30 უფლებადამცველ ორგანიზაციას საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. ქსელის მიზანია ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებათა დამცველებისთვის უსაფრთხო და ხელსაყრელი სამუშაო გარემოს შექმნას და სამოქალაქო საზოგადოების როლის ამაღლებას რეგიონში.
"უფლებადამცველთა სამხრეთკავკასიური ქსელს~ საქართველოში კოორდინაციას უწევს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრი~. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.