18 დეკემბერს, 11:00 საათზე, შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" აუქციონი ჩატარდება.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული ერთი მილიონი კუბური მეტრი გაზის გაყიდვაზე აუქციონი მეორედ გამოაცხადა. პირველად აუქციონი 11 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არც ერთ კომპნიას განცხადება არ შეუტანია, რის გამოც, აუქციონი ხელმეორედ გამოცხადდა.
გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეული) არსებულ საზომ პუნქტში, აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში.