18 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო "ქორთიარდ-მარიოტში~, "განათლების პროფესიული სინდიკატის~ ორგანიზებით, გაიმართება ყრილობა თემაზე "დიალოგი დედაქალაქის ხელმძღვანელობასა და სასკოლო საზოგადოებას შორის~.
ყრილობაზე განიხილავენ სასკოლო საზოგადოების მხრიდან განათლების რეფორმის მხარდაჭერას, დედაქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების გეგმებს სკოლებთან მიმართებაში, ქვეყნის განვითარებაში სასკოლო საზოგადოების როლს და სხვა აქტუალურ საკითხებს.