დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ქალაქის მთავრობის მომავალი წლის პრიორიტეტები დღეს თბილისის 51-ე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს გააცნო. უგულავამ პედაგოგებს 2010 წლის ბიუჯეტში განათლების სფეროს დახვეწისთვის გათვალისწინებული მიმართულებები წარუდგინა.
ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ვაუჩერები მასწავლებლებს, სამედიცინო დაზღვევა და ხელფასების მომატება. ეს ის პრიორიტეტებია, რომელსაც ქალაქის მინიციპალიტეტის ბიუჯეტი პირველ რიგში გაითვალისწინებს.
დედაქალაქის მერმა პედაგოგებსა და მოსწავლეებს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა და წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დააჯილდოვა.