განახლებადი ენერგიების ფონდის დაფინანსებით 2010 წელს სამი მცირე ჰესის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ჰიდრომეტეოროლოგიისა და კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა მედეა ინაშვილმა განუცხადა.
ინაშვილის თქმით, განახლებადი ენერგიების ფონდი დაფუძნდა პროექტის "საქართველო - განახლებადი ენერგეტიკული რესურსების ათვისების ხელშეწყობა ადგილობრივი ენერგომომარაგების მიზნით" ფარგლებში, რომელიც, ინაშვილის თქმით, ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ფონდი ორიენტირებულია მცირე ჰესების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე.
"ჰიდრო- ანუ წყლის ენერგია საქართველოსთვის ყველაზე ტრადიციულია. არსებობს მზისა და ქარის პოტენციალიც საქართველოში, მაგრამ მათი დანერგვა სიძნელეებთანაა დაკავშირებული, რომელთა მიზეზებიც სხვადასხვაგვარია", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ინაშვილმა.