26 ოქტომბერს ლუქსემბურგში კავკასიის ქვეყნების _ საქართველოს, აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან. შეხვედრა "აღმოსავლეთის პარტნიორობის" პროგრამის ფარგლებში გაიმართება და განხილულ იქნება მისი მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები.
აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ევროკავშირის წარმომადგენლებთან, წინ უსწრებს ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურთა სამიტს.
ამ დროისათვის უცნობია, კონკრეტულად რა საკითხების განხილვაზე შეაჩერებენ ყურადღებას მხარეები. მაგრამ სავარაუდუდ, ერთ-ერთი ასეთი საკითხი სავიზო რეჟიმის გამარტივების პროცედურა იქნება. ამ მიმართებით ევროკავშირმა უკვე დაიწყო მუშაობა საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან.