18 დეკემბერს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტი, თბილისის ლაიანს კლუბი და თბილისის ლეო კლუბი ატარებენ საქველმოქმედო აქციას. დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ 17 ოჯახს ჩაუტარდება ოფთალმოლოგიური გამოკვლევები, გადაეცემა სათვალეები და მედიკამენტები. აქცია ჩატარდება თსსუ აკადემიკოს ალ. ალადაშვილის სახელობის #1 საუნივერსიტეტო კლინიკის ბაზაზე (მის.: დ. უზნაძის ქ. #103).
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა დეპარტამენტი, თბილისის "ლაიანს კლუბი" და თბილისის "ლეო კლუბი" გორის რაიონიდან დევნილ მოსახლეობას ჩაუტარებენ თვალის და მხედველობასთან დაკავშირებულ გამოკვლევებს, უფასოდ დაურიგებენ საჭირო მედიკამენტებსა და სათვალეებს.
აქციაში მონაწილეობას მიიღებს გორიდან დევნილი 17 ოჯახი (30 ადამიანი).
დევნილებისთვის აღნიშნული სახის აქციები მოეწყობა მომავალშიც.