ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში, ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის წვრთნის ცენტრის თანამშრომლებმა, აშშ-ს საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში (USDoI ITAP), დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს ჩაუტარეს წვრთნები ეფექტურ მართვასა და ადმინისტრირებაში.
სწავლების ჩატარებაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს და აშშ-ს შინაგან დეპარტამენტს დახმარება გაუწია გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის (GTZ) პროგრამამ.
ტრეინინგების მიზანია დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისთვის პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება.