საქართველოში მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით მცირე ბიზნესის კომიტეტი შეიქმნა.
კომიტეტი ამერიკის სავაჭრო პალტის, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს და ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით დაფუძნდა.
კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კოხრეიძის განცხადებით, კომიტეტი მოქმედი ცნობილი და გამოცდილი ორგანიზაციების მიერ დაფუძნდა და შეიქმნა იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარებისათვის შესაბამისი გარემო, წახალისდეს მეწარმეობა და განვითარდეს ბიზნესის პროდუქტიულობისათვის აუცილებელი მექანიზმები.
"ჩვენი მიზნების მიღწევა უნდა განხორციელდეს თანამშრომლობის გაფართოების გზით მთავრობას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, საფინანსო ინსტიტუტებსა და მცირე მეწარმეებს შორის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობისა და სამეწარმეო სფეროს აქტიურობით. ჩვენ ასევე უნდა წარმოვაჩინოთ მოქმედი ეკონომიკური ეკონომიკური პროგრამების სუსტი და ძლიერი მხარეები და ბიზნესის მომსახურე სამთავრობო ინსტიტუტები აქტიურად ჩავაბათ დიალოგში", _ განაცხადა კახა კოხრეიძემ.