18 დეკემბერს 11.00 სთ-ზე ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო ENSI-"Energy Saving International" "-თან ერთად ატარებს სადემონსტრაციო პროექტის დამთავრების ღონისძიებას.
ნორვეგიულმა კომპანია ENSI-"Energy Saving International" "ენერგოეფექტურობის ცენტრ საქართველო"-სთან ერთად დაასრულა ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტი ნორვეგიულ-ქართული საგრანტო პროგრამის "ენერგოეფექტურობა საქართველოში" ფარგლებში.
გორის რაიონის სოფ. ხიდისთავის საჯარო სკოლის საკლასო ოთახებში ორმაგი შემინვის ფანჯრების, მყარ საწვავზე (შეშაზე) მომუშავე გათბობის სისტემისა და ამ სისტემის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად ქარის 400 ვტ-იანი გენერატორისა და 125 ვტ-იანი მზის ფოტოელექტრო გარდამქმნელის მონტაჟი დაფინანსდა ნორვეგიის საგარეო სამინისტროს მიერ.
სოფ. ხიდისთავის საჯარო სკოლაში ენერგო-დამზოგი ღონისძიებების დანერგივით, შემცირდება ენერგიისა და შეშის მოხმარება, (70969კვტსთ/წ ან 4182 ლარი/წ) და საკლასო ოთახებში გაუმჯობესდება კომფორტის დონე.