სამების საკათედრო ტაძარში წმინდა ბარბარობის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საზეიმო-წირვა დასრულდა.
წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვები დალოცა, რომლებიც ტაძარში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით კი იქადაგა.
"უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებლად საქართველო გამთლიანდება", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.
დღესვე ილია მეორემ სამების ეზოში მამათა სამონასტრო კომპლექსი აკურთხა, რომელიც ორი წლის განმავლობაში შემოწირულობებით შენდებოდა. ის 80 ბერზეა გათვლილი.