"გაერთიანებული ტელეკომი" თბილისში ახალ, საახალწლო აქციას ატარებს. ერთი თვის განმავლობაში კომპანიის აბონენტები ინტერნეტში უფასოდ ჩაერთვებიან.
ის აბონენტი (ფიზიკური პირი), რომელიც 15 დეკემბერიდან 15 იანვრის ჩათვლით დარეგისტრირდება ცხელ ხაზზე 100-100 და დაიდგამს ინტერნეტს, ინსტალაციის საფასურს (20$) არ გადაიხდის.
კომპანია 6 სხვადასხვა პაკეტით ემსახურება აბონენტებს 1მგბ/წ- 8მგბ/წ. ასევე თავაზობს ინდივიდუალურ პაკეტებს კორპორატიულ კლიენტებს.
„გაერთიანებული ტელეკომი" ქვეყნის მასშტაბით 80 ათასზე მეტ ინტერნეტ აბონენტს ემსახურება.