17 დეკემბრიდან ახალი საქველმოქმედო ფონდი "თანადგომა" მუშაობას შეუდგება.
საქართველოში ახალი საქმელმოქმედო ფონდი "თანადგომა" დაფუძნდა. მსოფლიო საოპერო სცენის ვარსკვლავის, ქართველი ბარიტონის ლადო ათანელის ფონდი უკვე ერთი წელია, რაც ჩამოყალიბებულია, თუმცა მუშაობას ოფიციალურად 17 დეკემბერს დაიწყებს.
17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართება. მასში მონაწილეობას საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი შემსრულებლები მიიღებენ.
"ჩემთვის დიდი ბედნიერებაა, რომ მაქვს დრო, დავაარსო საქველმოქმედო ფონდი და ამით მცირეოდენი წვლილი შევიტანო ქართულ ქველმოქმედებაში", _ განაცხადა ათანელმა.
ათანელის ფონდის მიზანია, ნიჭიერ ახალგაზრდა მუსიკოსებს, პროფესიულ განვითარებასა და უცხოეთში სწავლის გაგრძელებაში დაეხმაროს.
70 03 70 - ამ ნომერზე ნებისმიერ ქველმოქმედს შეუძლია დარეკოს და ათონელის ფონდის საქმიანობაში წვლილი შეიტანოს.