დღეს, 17 დეკემბერს, 12:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბავშვებს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე შეხვდება, კონფლიქტის ზონიდან ბავშვები მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, არასამთავრობო ორგანიზაციის „მშვიდობა და ჰარმონიას" ორგანიზებით 3 დღიან პროექტში „მე და მშვიდობა არა-ძალადობას".
როგორც აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროში განმარტავენ - აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ენგურს გაღმა ბავშვების დამეგობრებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ აფხაზეთის ახალგაზრდობასთან, ასევე მომავალ თაობაში სამშვიდობო ხედვების, ჰუმანური ღირებულებებისა და პრინციპების ჩამოყალიბებას.
პროექტში ასევე მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.