`თელასი" მოხუცთა თავშესაფარ `კათარზისისთვის" ქველმოქმედების მორიგ აქციას ახორციელებს. დახმარების ტრადიციული პროგრამა, რომელიც 2009 წლის 15 ნოემბრიდან 2010 წლის 15 აპრილამდე იმოქმედებს, ზამთრის სეზონზე სათნოების სახლის მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის კომპანიის თანამშრომლების მიერ დაფარვას მოიცავს. პროგრამის სპეციალური სერთიფიკატი `თელასის"- საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ `კათარზისი"-ს პრეზიდენტს ზაურ ალადაშვილს გადასცა.
მოხუცებულთა თავშესაფრისთვის კომპანიის თანამშრომლები ქველმოქმედებას უკვე მეხუთედ ახორციელებენ. `კათარზისის" 100-ზე მეტი მოხუცებულისთვის `თელასმა" გასული 4 წლის მანძილზე იზრუნა.
სათნოების სახლის მობინადრეები კომპანიამ საკვები პროდუქტითაც უზრუნველყო. მომდევნო ზამთრის თვეების მანძილზე მოხუცების სადილი `თელასის" მიერ შეძენილი სურსათ-სანოვაგით მომზადდება. `თელასის" თანამშრომლებმა თავშესაფარს შეძენილი პროდუქტები კომპანიის სერტიფიკატთან ერთად გადასცეს.
სათნოების სახლ `კათარზისს" `თელასი" 2005 წლიდან მფარვებლობს. ზამთრის სეზონის მანძილზე ელექტროენერგიითა და პროდუქტით უზრუნველყოფის პროგრამის გარდა კომპანია სათნოების სახლის მოხუცებს საჭირო ინვენტარითაც სისტემატურად ეხმარება.