ქვეყანაში მედიკამენტების ,,ტამიფლუს" და ,,რენეზას" კრიზისი არ არსებობს. ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კოკა ფრუიძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს აღნიშნული მედიკამენტების მარაგი ამოიწურა
როგორც კოკა ფრუიძე აცხადებს, `მედიკამენტების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე საჭიროა.~
ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ეპიდემიის საფრთხე არ არის, თუმცა ფრუიძე მოსახლეობას ნებისმიერი სახის ვირუსის ნიშნების დაფიქსირების შემთხვევაში ექიმთან მისვლას ურჩევს.
ფრუიძის განცხადებით, `ღორის გრიპთან~ დაკავშირებით მთელ საქართველოში პაციენტის ვიზიტი პოლიკლინიკაში უფასოა და საჭიროების შემთხვევაში 2 მედიკამენტი - `ტამიფლუ~ და `რელენზა~ მიეცემათ უფასოდ.
რაც შეეხება პაციენტების სტაციონარში მკურნალობას, ფრუიძის თქმით, ეს ხდება თანადაფინანსებით, ზოგ შემთხვევაში 20%-ით, ზოგ შემთხვევაში 40%-ით. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აზუსტებს, რომ ექიმის გამოძახება უფასოა, მკურნალობა ფინანსდება რეფერალური პროგრამით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ,,ღორის გრიპის" ვირუსით ოფიციალური მონაცემებით უკვე 5 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ფეხმძიმე ქალი.