საქართველოს გავლით სომხეთისათვის, 13 დეკემბერს შეწყვეტილი გაზის მიწოდება, აღდგენილია.
გაზის მიწოდება ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენის ინგუშეთში, მოზდოკი-თბილისის მონაკვეთზე აღმოჩენილი ასაფეთქებელი ნივთიერების გამო, რუსული მხარის მოთხოვნით შეწყდა.
ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენელთა განცხადებით, მომხდარის მიუხედავად, საქართველოს გაზმომარაგების სტაბილურობას საფრთხე არ შექმნია, რადგანაც საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან იღებს.