საქართველოში H1N1 ვირუსით 24 წლის გოგონა გარდაიცვალა.
ფეხმძიმე ციალა ესაკია ქუთაისის დედათა და ბავშვთა კლინიკაში 13 დეკემბერს მიიყვანეს, შესაბამისი მკურნალობის ჩატარების შემდეგ მას საკეისრო კვეთა ჩაიტარდა. ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია, დედა კი ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
ციალა ესაკია ხობის რაიონის სოფელ პატარა ფოთის მკვიდრი იყო. ექიმების განცხადებით, მან სამედიცინო დაწესებულებას დაგვიანებით, რამდენიმე დღიანი ავადმყოფობის შემდეგ მიაკითხვა.
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების ეს უკვე მეხუთე შემთხვევაა.