რუსეთში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ეკონომისტი და პოლიტიკოსი ეგორ გაიდარი გარდაიცვალა.
გაიდარის თანაშემწის გენადი ვოლკოვის გაცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ტრომბის მოწყვეტაა.
"ბანალურია _ ტრომბი მოწყდა", - განაცხადა ვოლკოვმა.
ეგორი გაიდარი ელცინის პრეზიდენტობისას, 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის პრემიერ- მინისტრი იყო. მას რუსეთის საბაზრო ეკონომიკასთან დაკავშირებული რეფორმების ერთ-ერთ იდეოლოგად მიიჩმნევენ.