შავ ზღვაში სატვირთო გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულ ქართველ მეზღვაურს საქართველოში დღეს გადმოასვენებენ.
სერგო ჯინჭარაძეს აჭარაში, საკუთარ სახლში საღამოს მიასვენებენ. მისი ცხედარი საქართველოში გუშინ უნდა ჩამოესვენებინათ, თუმცა ტექნიკური პროცედურების გამო ვერ მოხერხდა.
რაც შეეხება მეორე ქართველ მეზღვაურს, დავით ჭიჭილეიშვილს ამ დრომდე ეძებენ. შესაძლოა, სამაშველო სამუშაოები დღეს უკვე შეწყდეს. მაშველები ვარაუდობენ, რომ ის ღია ზღვაში ერთ-ერთ სამაშველო ნავში იმყოფება, რომლის პოვნაც ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შემთხვევა ქალაქ ეგევარასთან ახლოს შაბათს ღამით მოხდა. პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის "ოგანბეის" ეკიპაჟის 16 წევრიდან 12-ის გადარჩენა მოხერხდა.