სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ ახლადდანიშნულმა მინისტრმა დღეს, თავდაცვის მინისტრის რანგში გამართულ პირველ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მშვიდობა, ეს არის მთელი საქართველოს საზრუნავი. ეს არის ის, რისთვისაც ვაპირებთ ჯარის გაძლიერებას. მოდერნიზაცია ნიშნავს არმიის კიდევ უფრო კარგად აღჭურვას, განათლების დონის ამაღლებას. ნატო კი, ეს არის ჩვენი უალტერნატივო გზა და ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას ვაპირებთ. გვინდა ნატოს ისეთი შეიარაღებული ძალების შევთავაზოთ, რომელიც მისთვის ტვირთი კი არა, მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება", - განაცხადა ბაჩო ახალაიამ.
ამასთან, მან პრესკონფერენციის დასასრულს, მის წინამორბედ დავით სიხარულიძეს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა