კომუნიკაციების კომისიაში 2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონში მონაწილეთა სააბუთების მიღების ვადა ამოიწურა. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქ. თბილისში 160XXX და 161XXX ინდექსის 2 ათას სააბონენტო ნომერზე აუქციონი 2009 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით გამოაცხადა. აუქციონში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთა კომპანიამ "გ.ს.ი ტექნოლოგიამ" გამოთქვა.
სააბონენტო რესურსით სარგებლობის ლიცენზიის საწყისი ღირებულება 4 ათასი ლარის ოდენობით განისაზღვრა.
აუქციონი 2009 წლის 25 დეკემბრის, 13:00 საათზე გაიმართება.