საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ ნინოწმინდის საბადოდან მოპოვებული ერთი მილიონი კუბური მეტრი გაზის გაყიდვაზე აუქციონი მეორედ გამოაცხადა. პირველად აუქციონი 11 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა არც ერთ კომპნიას განცხადება არ შეუტანია, რის გამოც, აუქციონი ხელმეორედ გამოცხადდა.
აუქციონში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. აუქციონში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია კორპორაციის საბანკო ანგარიშეზე ჩარიცხოს 50 ლარი აუქციონში მონაწილეობის ბილეთის შესაძენად. გაზის მიწოდება განხორციელდება ნინოწმინდის სათავო ნაგებობაზე (სოფელი პატარძეული) არსებულ საზომ პუნქტში, აუქციონში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღის განმავლობაში.
განცხადებების მიღება ოწარმოებს 17 დეკემბერს, 17:00 საათამდე, აუქციონი კი 2009 წლის 18 დეკემბერს, 11:00 საათზე, შპს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში" ჩატარდება.