რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს სერგეი ბაღაფშს ე.წ. არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინისა და სერგეი ბაღაფშის სატელეფონო საუბარი დღეს გაიმართა.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ვლადიმერ პუტინმა სერგეი ბაღაფშს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და პრეზიდენტის პოსტზე წარმატებები უსურვა. პუტნმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ "აფხაზეთსა და რუსეთს შორის არსებული სახელმწიფოთაშირისი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება". მათივე ინფორმაციით, თავის მხრივ სერგეი ბაღაფშმა ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა.