"PSP"-ს ფარმაცევტული საწარმო "ჯი-ემ-პი" ერთადერთია ამიერკავკასიაში, რომელიც აღიარებულია ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ევროპელი ექსპერტების მიერ. ამის დასტურია გერმანული და ბრიტანული სალიცენზიო ორგანოების მიერ მინიჭებული წარმოების საერთაშორისო სტანდარტისა (GMP - Good Manufacturing Practice) და ხარისხის მართვის სტანდარტის (ISO) სერთიფიკატები.
დღეისათვის "ჯი-ემ-პი" აწარმოებს 150-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს და ყოველწლიურად ამატებს ახალ მედიკამენტებს მსოფლიო მედიცინის მიღწევების კვალდაკვალ. დეკემბერში აფთიაქებში გამოჩნდა 3 ახლი პრეპარატი: ლაქტოვაგი - თანამედროვე, სპეციალურად ქალებისთვის შექმნილი პრობიოტიკი ინტიმური ჰიგიენის დასაცავად. ურსომაკი _ ასევე ახალი თაობის ნაღველ-კენჭოვანი დაავადების სამკურნალო პრეპარატი, გერალი _ ანტიპარაზიტული და ანტიმიკრობული აქტივობის ახალი პრეპარატი.
თანამედროვე, ახალი თაობის პრეპარატები საშუალებას იძლევა მრავალი დაავადების მკურნალობა გაცილებით ეფექტურად და სწრაფად განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ ქართულმა ფარმაცევტულმა საწარმო "ჯი-ემ-პიმ" მხოლოდ 2009 წლის მანძილზე ახალი თაობის 11 პრეპარატი დანერგა და გახადა ხელმისაწვდომი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე: დასახელების ახალი, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები (ცეფტა, პეროტა, როქსიცეფი, მერექსი); რომლებიც მანმადე არსებული ძვირადღირებული ანალოგების ხელმისაწვდომი ალტერნატივაა. ვიტამინების კომპლექსი - ვიტა-ჯი, რომელიც წლის ნებისმიერ სეზონზე ეფექტურად ავსებს ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობას. B-ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი - ვიტაკომი , შეიცავს B ჯგუფის ყველა ვიტამინს, მათ შორის ფოლის მჟავას. მიგრალგინი - შაკიკის შეტევების სამკურნალო საშულება
ჯი-ემ-პის წარმატებები მხოლოდ ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება. საწარმო აქტიურად ნერგავს საკუთარი წარმოების პროდუქციას დსთ-სა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე და ექსპორტზე მედიკამენტების გატანით მეტად მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.