ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალურ გაზსადენის ინგუშეთის მონაკვეთზე მსხვილი ავარიის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს გავლით, სომხეთში რუსული გაზის ტრანზიტი დროებით შეწყვეტილია.
გაზის მიწოდება სომხეთისთვის, რუსული მხარის მოთხოვნით, წუხელ, 13 დეკემბერს გაურკვეველი ვადით შეწყდა.
როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში აცხადებენ, მომხდარის მიუხედავად, საქართველოს გაზმომარაგების სტაბილურობას საფრთხე არ შეექმნება, რადგანაც საქართველო გაზს აზერბაიჯანიდან იღებს.