დღეს, 14 დეკემბერს, "საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი ირაკლი გილაური 2009 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "საქართველოს ბანკიდან" აცნობეს, პრესკონფერენცია სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიმართება.
"საქართველოს ბანკის" გენერალური დირექტორი 2009 წლის შედეგების შეჯამების გარდა 2010 წლის გეგმებზეც ისაუბრებს.