დღეს, 14 დეკემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი ეგვიპტური კომპანია "ფრეშის" პრეზიდენტს, ეგვიპტის ბიზნესასოციაციის თავმჯდომარეს, კომპანია "ფრეშიჯორჯიას" დამაარსებელს ხალილ იბრაჰიმ ხალილს და კომპანია "ჯორჯიან ინტერნეიშენალის ჰოლდინგის" პრეზიდენტს, ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელს, ეგვიპტური კომპანია ფრეშის წარმომადგენელს საქართველოში მიხეილ თიგიშვილს გადასცემს დიპლომს.
დიპლომი გადაეცემათ 2009 წელს საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის ინვესტიციების განხორციელებისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.
კომპანიის წარმომადგენლები სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებებს გააკეთებენ.