გადაუღებელმა წვიმებმა სეპარატისტული აფხაზეთი, კერძოდ კი ოჩამჩირის რაიონის სოფლებიც დააზარალა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ყველაზე მეტად დაზარალებულია სოფელი ადიუბჟა.
"კალაპოტიდან გადმოვიდა პატარა მდინარე ნარტოუ, რომელმაც საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. ასეთი წყალდიდობა ადგილობრივი მაცხოვრებლების განმარტებით, მათ ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ახსოვთ", _ იუწყება აფხაზური მხარე.
მათივე ინფორმაციით, ამ დროს სოფლებში ელექტროენერგია გამოირთო. ადგოლობრივები დატბორვის ძირითად ხელისშემწყობ მიზეზად სამელიორაციო სისტემის მოუწესრიგებლობას ასახელებენ. ადგილზე უკვე შექმნილის კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.