ფესტივალზე Tbilisi Open Air ლიცენზირებული სიმღერები აჟღერდება. საქართველოს ავტორთა საზოგადოებასა და ალტერვიზიის ჯგუფს შორის ხელი მოეწერება საავტორო უფლებებით სარგებლობის სალიცენზიო ხელშეკრულებას, რომლითაც Tbilisi Open Air -ზე შესრულებული სიმღერები ლიცენზირებული იქნება და მუსიკის ავტორები კუთვნილ ჰონორარებს მიიღებენ.
ამასთან დაკავშირებით, 8 ივნისს, 13:00 საათზე, გაიმართება ერთობლივი პრესკონფერენცია. (სპორტის სასახლის უკანა შესასვლელი, ალტერვიზიის ოფისი). პრეკონფერენციას გამართავენ ალტერვიზიის ორგანიზატორი აჩიკო გულედანი და ავტორთა საზოგადოების თავმჯდომარე გიგა კობალაძე.
თბილისში 11-12 ივნისს იპოდრომის ტერიტორიაზე Altervision Group - ის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალიTbilisi Open Air . ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ როგორცქართველი, ასევე უცხოელი ბენდები.
იპოდრომზე მოწყობილ საფესტივალო ქალაქის დიდ სცენაზე, ორი დღის განმავლობაში გამოვა 19 მუსიკალური ბენდი : Exit, Ketrine&Me, Me and My Monkey, Mutual Friends, PornoPoezia, Smile, Str!ng, The Forest, UR , Z for Zulu ,Salio, Desiderata,Greenbeam and Leon, The Benedicts- საქართველო, Herr Styler- საფრანგეთი, Moodorama- გერმანია, Nice Sharp Pencils ,The Fades - დიდი ბრიტანეთი, Wallace Vanborn - ბელგია.