ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ, მე -16 რაუნდზე, რომელიც 7 ივნისს უნდა გაიმართოს ოსი სეპარატისტები კვლავ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხის დაყენებას მოითხოვენ.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ, მე -16 რაუნდზე ოსი სეპარატისტები კვლავ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხის დაყენებას მოითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მოლაპარაკებებზე ოს სეპარატისტთა დელეგაციის ხელმძღვანელის ბორის ჩოჩიევის თქმით, ეს "საკითხი უკვე დიდი ხანია დღის წესრიგში დგას და ამ დრომდე არავითარი წინსვლა არ არის".
"გარდა ამის დისკუსიების მსვლელობისას ჰუმანიტარული ხასიათის სხვა საკითხების განხილვაც იგეგმება. კერძოდ, საუბარია ახალგორის რაიონის გაზით მომარაგებისა და უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების საკინხილვაზე",_ აცხადებს ბორის ჩოჩიევი.
მისივე თქმით, ოსი სეპარატისტები ჟენევის მოლაპარაკებებზე ასევე აპირევენ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის საკითხებოის განხილვასაც.
შეგახსენებთ, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების მე-15 რაუნდი 4 მარტს გაიმართა და უშედეგოდ დასრულდა.