სექტემბერში საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ წინასწარი მონაცემებით 7 მილიონი ლარი შეადგინა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს ეროვნული ბანკიდან აცნობეს, 2008 წლის ივლისის შემდეგ მიმდინარე წლის სექტემბერი პირველი თვეა, რომელიც კომერციულმა ბანკებმა მოგებით დაასრულეს. მოსალოდნელია, რომ უახლოეს პერიოდში კომერციული ბანკები უფრო გააქტიურდებიან სესხების გაცემის მხრივ.