ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, აფხაზეთის ყოფილი ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ამჟამად კი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლას არ აპირებს. ეს განცხადება თავად ხაჯიმბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად გააკეთა.
"ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ რუსეთთან ურთიერთობების გამყარებაზე, მაგრამ ჩვენ ასევე მკაცრად ვაცხადებთ, რომ ჩვენ საკუთარი სახე უნდა შევინარჩუნოთ და ჩვენი პოზიციების დაცვაც უნდა შევძლოთ",_ განაცხადა ხაჯიმბამ.
შეგახსებთ, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები სეპარატისტულ აფხაზეთში ხვალ 12 დეკემბერს გაიმართება.